ჩვენ შესახებ
იმპერია ჯგუფი 2011 წელს დაარსებული კომპანიაა, რომელიც სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს. მრავალწლიანი გამოცდილება უზრუნველყოფს შესრულებული პროექტების ხარისხს და სანდოობას. კომპანიაში დასაქმებულია სფეროში კვალიფიციური პროფესიონალთა გუნდი, რითიც ფაქტობრივად უკონკურენტოა ბაზარზე.
მომსახურებების სპეციალიზაციას წარმოადგენს ისეთი სამუშაოები, როგორიცაა წყალსადენის ქსელის მოწყობა, ლესვა ახალი ტექნოლოგიებით, წყალარინების ქსელის მოწყობა და ა.შ.
იმპერია ჯგუფის ნებისმიერი პროექტი აბსოლუტურად შეესაბამება სფეროში არსებულ სტანდარტებს და განხორციელებულია უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით. კლიენტის მიმართ აღებული პასუხისმგებლობა შესრულებულია პირნათლად შეთანხმებულ ვადებსა და პირობებში.
მისია
სამშენებლო სამუშაოების ხარისხიანად შესრულება უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით იმპერია ჯგუფის მთავარი ამოსავალი წერტილია. შესაბამისად, კომპანიაში მუდმივად მიმდინარეობს ხარისხის კონტროლი და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა.
უპირატესობები
კეთილსინდისიერება, ხარისხი და ინოვაცია – ეს იმპერია ჯგუფის სამი მთავარი უპირატესობაა, რომელსაც ადასტურებს მისი მრავალწლიანი გამოცდილება, განხორციელებული პროექტები და კმაყოფილი კლიენტები.
კეთილსინდისიერება – კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაო მთლიანად შეესაბამება წინასწარ განსაზღვრულ პირობებს და ვადებს. დაკისრებული ვალდებულებების პირნათლად შესრულება კომპანიის რეპუტაციის განსაზღვრელი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.
ხარისხი – იმპერია ჯგუფი დაფუძნებულია სფეროში მოღვაწე მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალების მიერ. კომპანიის თითოეული მომსახურება მთლიანად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და პასუხობს ხარისხის განმსაზღვრელ სხვადასხვა კრიტერიუმებს.
ინოვაცია – სფეროში მიმდინარე სიახლეების კვალდაკვალ იმპერია ჯგუფი ნერგავს თავისი მომსახურებების ავტომატიზირების პროცესს, რაც განახლებული ტექნოლოგიების გამოყენებაში გამოიხატება. ეს თავის მხრივ, უზრუნველყოფს სამუშაოების სისწრაფეს და მაღალ ხარისხს.